Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

20:34 17.01.2020
„საუბარი იმაზე, რომ საჭირო არ არის დიალოგი, სისულელეა - ვერ წარმომიდგენია, ამას როგორ ამბობენ ჭკვიანი ადამიანები“

პარტია „ედინაია აბხაზიას“ ლიდერის სერგეი შამბას განცხადებით, საქართველოსთან პოლიტიკური კონტაქტების დასამყარებლად, საჭიროა მშვიდობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება. 

 

„საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში მართებულად არის აღნიშნული, რომ პოლიტიკური კონტაქტების დასამყარებლად და მნიშვნელოვანი შედეგების მისაღებად, აუცილებელია სამშვიდობო შეთანხმების დადება და იმ პოლიტიკაზე უარის თქმა, როდესაც აფხაზეთს უწოდებენ ოკუპირებულ ტერიტორიას და ყველაფრის ისე წარმოჩენა სურთ, თითქოს, ჩვენი ქმედებები რუსეთისგან არის ნაკარნახევი. ჩვენ რუსეთთან შეთანხმება გვაქვს და ამ დოკუმენტით ვიმოქმედებთ. როდესაც ასეთი დრო დადგება, იქნება რეალური შედეგი. ახლა კი, საუბარი იმაზე, რომ საჭირო არ არის დიალოგი, სისულელეა. მე ვერ წარმომიდგენია, ამას როგორ ამბობენ ჭკვიანი ადამიანები“,- განაცხადა შამბამ.

 

მისივე თქმით, ქვეყნები მოლაპარაკებებს მართავენ სხვადასხვა დონეზე აფხაზეთში ომის დასრულების შემდეგ. ამის მაგალითად, მას მოჰყავს 1997 წელს ვლადისლავ არძინბასა და ედუარდ შევარდნაძეს შორის ხელმოწერილი შეთანხმება ძალისა და მუქარის გამოუყენებლობის შესახებ. „ჩვენ მეზობელი ქვეყნები ვართ და, რა თქმა უნდა, როგორმე საერთო ენა უნდა გამოვნახოთ“, - აცხადებს შამბა.

 

დღეს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყებამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აფხაზური მხარე გაკვირვებულია პირდაპირი დიალოგის დასაწყებად საქართველოს ხელისუფლების მოულოდნელი მზადყოფნის შესახებ ინფორმაციით.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge