Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

00:44 14.01.2020
სად აღნიშნავენ ძველით ახალწელს

დარეჯან მეფარიშვილის ბლოგი:

 

მათთვის ვინც საკუთარს დასცინის:


საქართველოს გარდა, ძველით ახალ წელს აღნიშნავენ სერბეთში, რუსეთში, უკრაინაში, მაკედონიასა და სხვა ქვეყნებში. სერბეთში ამ დღესასწაულს სერბულ ახალ წელს უწოდებენ. ამ დღეს დედაქალაქ ბელგრადში, პარლამენტისა და მერიის შენობის წინ ეწყობა კონცერტი, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ორგანიზებით კი, წმინდა საბას საკათედრო ტაძრიდან ფოიერვერკს უშვებენ.


მაკედონიაში 13 იანვრის ღამეს ხალხი ქუჩაში ხვდება, ისინი გარეთ უზარმაზარ კოცონებს ანთებენ, შემდეგ კი ერთად მიირთმევენ საახალწო ნუგბარს. საბერძნეთში მას წმინდა ვასილის დღეს უწოდებენ. რუმინეთში ამ თარიღისათვის ღვეზელებს აცხობენ სიურპრიზებით: მონეტებით, ფაიფურის ფიგურებით, ბეჭდებით. შვეიცარიის ზოგიერთ გერმანულენოვან კანტონში 13 იანვრის საღამოდან იწყებენ საზეიმო სვლას ქუჩებში და წმინდა სილვესტერის დღის აღნიშვნას. რუსეთში იულიუსის კალენდრის ახალი წელი დღემდე არაოფიციალურია და რუსები ახალ წელს ორჯერ, 1-ელ და 14 იანვარს აღნიშნავენ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge