Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

20:58 08.01.2020
დეკანოზ გიორგი მამალაძის მოსანახულებლად ციხეში მისულ „მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიას პატიმრებმა შეურაცხყოფა მიაყენეს

 

„მთავარი არხი“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია შობის ღამეს ციხეში, დეკანოზ გიორგი მამალაძის მოსანახულებლად შევიდა. როგორც თვითონ აცხადებს, პატიმრებმა ე.წ „პრახოდი“ მოუწყვეს და მას შეურაცხყოფა მიაყენეს: 


„სამი კორპუსი დგას მიყოლებით და მეოთხე არის საავადმყოფოს კორპუსი. როგორც კი გავდიოდი ბადრაგთან ერთად ამ მიმართულებას, ე.წ „პრახოდი“ განმეორდა. არა ვარ მთლად უწყინარი ადამიანი, არც გინების სფეროში ვარ გამოუცდელი, მაგრამ მთლად ეგეთი სიტყვებიც არ გამიგია. არც საკუთარი და არც სხვისი მისამართით, რომ გითხრათ, მეწინა არა, რომ გითხრათ, სულ ერთი იყო ეს ყველაფერი - არა“,- ამბობს ნიკა გვარამია.

 

გვარამიას თქმით, ანალოგიური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ფინანსური საბუთების  გაყალებების ბრალდებით დააკავეს.

 

ინფორმაციას პრაიმტაიმი ავრცელებს.

 

იხილეთ ვიდეო:

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge