Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

16:39 14.12.2019
„ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მომავალი არჩევნები ჩატარდეს მაღალი ევროპული სტანდარტების მიხედვით“

ხაზგასმით აღვნიშნეთ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მომავალი არჩევნები ჩატარდეს მაღალი ევროპული სტანდარტების მიხედვით, - ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, ევროკავშირისა და დასავლური ქვეყნების დიპლომატები ყურადღებით ადევნებენ თვალს განვითარებულ პროცესებს.

 

„ეს იყო შეხვედრა ბევრ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიასა და ევროკავშირის, დასავლეთის ქვეყნების ელჩებსა და დიპლომატებს შორის. ჩვენ ვისაუბრეთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად საჭირო სამუშაოების აუცილებლობაზე, რომელიც მომავალ წელს არის დანიშნული, როგორც არჩევნების დღეს ასევე წინა პერიოდში. ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მომავალი არჩევნები ჩატარდეს მაღალი ევროპული სტანდარტების მიხედვით. ყურადღებით ვაკვირდებით ადგილზე განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ ასევე ყურადღებით ვადევნებთ თვალს იმ ფაქტს, რომ ყველა მუშაობს თავისუფალი და სამართლიანი დებატების პირობების შესაქმნელად, იმიტომ, რომ ეს არის ის, რასაც საქართველო იმსახურებს. ამ ენით ვესაუბრებით ყველას, ამ ენით ვესაუბრებით ამ პარტიებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოში ყველა პოლიტიკურ პარტიას ვესაუბროთ“, - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge