Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

00:51 14.12.2019
„დაღვრა ნაცების ხელობაა. მანამდე ღვრიდნენ სისხლს და ახლა ღვრიან სუნიან სითხეს - დაწამლვაც ნაცების ხელობაა“

ჯაბა ხუბუას ბლოგი:

 

„დაღვრა ნაცების ხელობაა. მანამდე ღვრიდნენ სისხლს და ახლა ღვრიან სუნიან სითხეს. დაწამლვაც ნაცების ხელობაა. ადრე წამლავდნენ გაზით პარლამენტის შენობის გარეთ, ახლა კი წამლავენ ხსნარით პარლამენტის შენობის შიგნით. არაფერია ახალი მათ ქმედებაში. ერთი ეგაა: ბატონი მდინარაძე, ბატონი ოხანაშვილი, ბატონი მათიკაშვილი და სხვები ნაცების მიერ გამოწვეულმა სუნმა მხოლოდ ახლა შეაწუხა, თორემ, ადრე, ქართველი ხალხი რომ სისხლისსუნიან ნაცებს შიშველი ხელებით ასკდებოდა, ეს ბატონები საერთოდ არ წუხდებოდნენ. თქვენ წარმოიდგინეთ, იმ 9 წლის განმავლობაში ცხვირზეც კი არ წაუჭერიათ ხელი - ეს რა სუნია, გარშემო რა ყარსო?! 7-წლიან კოჰაბიტაციას კიდევ, ნაცები რომ გააცოცხლა და მოაფერიანა, ბევრად უფრო მყრალი და აუტანელი სუნი ჰქონდა, ვიდრე იმ სითხეს, ნადირაშვილმა თუ ვიღაცამ გუშინწინ რომ დაღვარა. ჯერ არდაღვრილის, დასაღვრელის, ალბათ, მაცნეაო - ამბობდა ქართველი ხალხი მაგ კოჰაბიტაციაზე და, აჰა! ხსნარი უკვე დაღვარეს, იმ მთავარის დასაღვრელად კი, ყაყაჩოს წვეთის ფერი რომ არის, მუდამ მზად არიან და დაღვრიან კიდეც, შესაძლებლობა როგორც კი მიეცემათ. იმედია, არ მიეცემათ, ისევ ქართველი ხალხის სიმარჯვით.“

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge