Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

21:19 13.12.2019
„რა ენაზე უნდა ისაუბრონ გახარიამ და ზელენსკიმ, რომ ერთმანეთს გააგებინონ? პასუხი ძალიან იდიოტებისთვის: რუსულად! როცა ქვეყანაში იდიოტების მთელი გამაა, როგორ უნდა მოიქცე? უნდა დაიკიდო!“

ბონდო მძინარაშვილის ბლოგი:

 

„გახარია ზელენსკის რუსულად ესაუბრაო...

ახლა ძალიან იდიოტებისთვის:

- გახარიამ არ იცის უკრაინული!
- ზელენსკიმ არ იცის ქართული!
- გახარიამ იცის ინგლისური და თავისუფლად საუბრობს!
- ზელენსკიმ იცის ინგლისური, მაგრამ თავისუფლად ვერ საუბრობს!
- გახარიამ იცის რუსული და თავისუფლად საუბრობს!
- ზელენსკიმ იცის რუსული და თავისუფლად საუბრობს!

ამოცანა გვეკითხება: რა ენაზე უნდა ისაუბრონ გახარიამ და ზელენსკიმ, რომ ერთმანეთს გააგებინონ?

პასუხი ძალიან იდიოტებისთვის: მხოლოდ რუსულად!

არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი:

ზელენსკის ქართულიდან უკრაინულად უთარგმნიან გახარიას ნათქვამს და გახარიას უკრაინულიდან ქართულად უთარგმნიან ზელენსკის ნათქვამს.

მაგრამ ასე მხოლოდ იდიოტები იქცევიან, როცა არსებობს პირობა, რომელზეც ზემოთ უკვე ვთქვი: ორივემ ძალიან კარგად იცის რუსული!

ამიტომ გახარია და ზელენსკი, როგორც გონიერი ადამიანები, სწორად იქცევიან, როცა ყურადღებას არ აქცევენ იდიოტების რუზრუზს!

დიახ, უკვანტავი საკვანტავად არ უნდა გაიხადო. მაგრამ როცა ქვეყანაში იდიოტების მთელი გამაა, როგორ უნდა მოიქცე?

დიახ, უნდა დაიკიდო! 

 

P. S. 2001 წელს ორი კვირით ვიყავი იაპონიაში. იმათ ქართული არ იცოდნენ და მე - იაპონური. საერთოდ არ გამჭირვებია, ისე მოვიარე ოსაკა, ტოკიო, კიოტო, ნარა, ნაგოია და ჰიროსიმა. ჟესტების ენა მსოფლიო ენაა, მაგრამ ახლა წარმოიდგინეთ, როგორ საუბრობენ ჟესტების ენით საქართველოს პრემიერი და უკრაინის პრეზიდენტი! წარმოიდგინეთ?! რა გაცინებთ?!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge