Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

13:42 12.12.2019
ჟურნალისტ ანა კალანდაძეს ჩვენი დახმარება ესაჭიროება

ჟურნალისტ ანა კალანდაძეს ჩვენი დახმარება ესაჭიროება!

 

მოგეხსენებათ, ანას გულის კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტაციის დაფინანსების თაობაზე (ღირებულება 21 300 ლარი), მოთხოვნა თბილისის მერიასა და ჯანდაცვის სამინისტროში იყო შეტანილი.

 

დღეს, თბილისის მერიიდან მივიღეთ შეტყობინება, რომ მოთხოვნა დაკმაყოფილებულია ნაწილობრივი დაფინანსებით ( 5000 ლარით), რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით აღნიშნულ უწყებას თბილისის მერია / Tbilisi City Hall

 

სამწუხაროდ, ჯანდაცვის სამინისტრო ჯერჯერობით დუმს, ველით მათგან პასუხს, რის შემდეგაც მოკლე დროში დაიგეგმება ოპერაცია.

 

შეგახსენებთ, რომ როგორც ექიმის მიერ შედგენილ ავადმყოფიბოს მიმდინარეობაშია აღნიშნული: პაციენტი მიეკუთნება უეცარი კარდიული სიკვდილის მაღალი რისკის ჯგუფს, რის გამოც რეკომენდირებულია აღნიშნული იმპლანტაცია.

 

რაც შეეხება მეორე პრობლემას, ანუ ჰიპოკალემიას ( მიუხედავად მედიკამენტოზური მკურნალობისა, ანას ორგანიზმი აგვისტოდან დღემდე, მაინც სწრაფად კარგავს კალიუმს). ამის მიზეზი კვლავ დაუდგენელი რჩება, ამიტომ სანამ გამოკვლევებსა და სამკურნალოდ საქართველოდან თურქეთში გაემგზავრება, აუცილებელია სწრაფად მოგვარდეს იმპლანტაციის საკითხი, რომ სიცოცხლე რისკის ქვეშ არ იდგეს.

 

დიდი მადლობა ბოლო დღეების განმავლობაში გამოჩენილი ყურადღებისთვის. 

 

ერთად ყველაფერს შევძლებთ!

 

აქვე შეგახსენებთ ანგარიშის ნომრებსაც:

 

საქართველოს ბანკი

GE08BG0000000813745500

მიმღები

მაია კალანდაძე

 

თიბისი ბანკი

GE91TB7223445061100006

მიმღები

ანა კალანდაძე

 

პირადი ნომერი:

01017015961

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge