Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

12:18 12.12.2019
პარლამენტთან, ჩიტაძის ქუჩაზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა

პარლამენტის გვერდითა შესასვლელი, ჩიტაძის ქუჩის მხრიდან ოპოზიციის დეპუტატებმა და მათმა მხარდამჭერებმა გადაკეტეს.

 

აღნიშნულს მათსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა. პოლიციის წარმომადგენლები ოპოზიციის დეპუტატებს მოუწოდებდნენ, რომ გადასულიყვნენ ტროტუარზე და ასე გამოეხატათ პროტესტი, თუმცა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ მათ განუმარტა, რომ ისინი არ აპირებენ ტროტუარზე დგომას და ქუჩის გადაკეტვით შეეცდებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატებისთვის დისკომფორტის შექმნას.

 

საბოლოოდ, პოლიციის კორდორის ზეწოლის შედეგად აქციის მონაწილეების გადაყვანა მაინც მოხერხდა ტროტუარზე.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge