Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

20:47 11.12.2019
ჟენევის მოლაპარაკებებზე ერთ-ერთი მთავარი თემა ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი იყო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისა და ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის ლაშა დარსალიას განცხადებით, მოლაპარაკებებზე ერთ-ერთი მთავარი თემა ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი იყო და თემის სირთულისა და მოლაპარაკებების სიმძიმის მიუხედავად, იმედი აქვს, საკითხი უახლოეს პერიოდში გადაიჭრება.

 

„აგვისტოდან მოყოლებული დამძიმებულია ვითარება ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით. არის მთელი რიგი საკითხები დაკავშირებული, როგორც გადასასვლელების დაკეტვასთან, ასევე უკანონო ბორდერიზაციასთან. დაკავებებთან დაკავშირებით ერთ-ერთი მთავარი საკითხი ბატონ გაფრინდაშვილის დაკავების საკითხი იყო. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან. საკითხი რთულია, თუმცა იმ ვითარებიდან, რაც იყო მოლაპარაკებებზე და რაც რეაგირებიდან, რეაქციებიდან ჩანდა, გვაქვს მოლოდინი და იმედი, რომ საკითხი უახლოეს პერიოდში დაიხურება. მოლაპარაკებების იმ დინამიკიდან გამომდინარე, მიუხედავად მისი სიმძიმისა, იმედი მაქვს, საკითხი უახლოეს პერიოდში გადაიჭრება“,- განაცხადა ლაშა დარსალიამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge