Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

20:25 11.12.2019
„პოლიცია დიდსულოვნად მომადგა სახლში და ბრალს მიყენებენ 126-ე მუხლით პირველი ნაწილით, რაც პირის ცემას გულისხმობს“

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ პოლიცია ბრალს 126-ე მუხლით უყენებს, რომელიც პირის ცემას გულისხმობს. „ჰოი საოცრებავ. პოლიცია დიდსულოვნად მომადგა სახლში და ბრალს მიყენებენ 126-ე მუხლით პირველი ნაწილით, რაც პირის ცემას გულისხმობს. ვინმე ბადრი გავაშელაშვილი ყოფილა ვინც მიჩივის, მცემაო. პროფესიით ძიუდოისტი. მე დავესხი თავს ძიუდოისტს“, - წერს უგულავა სოციალურ ქსელში.

 

შეგახსენებთ, "ევროპული საქართველოს" წევრების, გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილის ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათ თავს ორი უცნობი პირი დაესხა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით, დაიწყო. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge