Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

23:02 10.12.2019
„მე, პირადად, მაქვს დავალება საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან, რომ ფარმაცევტული სფეროს მონიტორინგის პროცესი განხორციელდეს სიღრმისეულად”

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ ფარმაციის სფეროს რეგულირების ასპექტებზე, მათ შორის, მონიტორინგის შუალედურ შედეგებზე შეხვედრა გამართა, სადაც მიწვეულები იყვნენ (EBRD), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის და ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლები. „მე, პირადად მაქვს დავალება საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან, რომ ფარმაცევტული სფეროს მონიტორინგის პროცესი განხორციელდეს სიღრმისეულად”,  – განუცხადა ჟურნალისტებს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ ფარმაციის სფეროს მონიტორინგის შუალედურ შედეგებთან დაკავშირებულ შეხვედრაზე. 

 

მისი თქმით, როცა მონიტორინგის პროცესი დასრულდება მომხმარებლის წინაშე დეტალური ანგარიშით წარსდგებიან. „მონიტორინგის პროცესი დაწყებულია მიმდინარე წლის დასაწყისიდან. დღეს ჩვენ ვმართავთ შეხვედრას სფეროს წარმომადგენლებთან, ასევე სპეციალისტებთან, ჩამოსული არიან ექსპერტები, პროგრამის ფარგლებში, რომელსაც მხარს უჭერს კონკურენციის სააგენტო, რათა მათი მხრიდანაც მოხდეს ევროპული გამოცდილების გაზიარება. ორი მთავარი საკითხი: პირველი – საუბარი იქნება იმაზე, წლის დასაწყისიდან დღემდე სააგენტოს მხრიდან  მონიტორინგის პროცესის რა ჩარჩო გვაქვს გაკეთებული, თუ როგორ არის ფასები განსაზღვრული, თუ როგორ ვთანამშრომლობთ კომპანიებთან და რა ინფრომაციები გვაქვს მიღებული; ასევე, ვისაუბრებთ იმ მეთოდოლოგიურ მიდგომებზე, რომელიც ეყრდნობა ევროპულ გამოცდილებას,” – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge