Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

16:52 09.12.2019
“ოცნებას” კიდევ 4-5 დეპუტატი რომ გამოაკლდეს, კრიტიკული ზღვარი დგება"

“პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრა იწყება და ბოიკოტში მყოფ საპარლამენტო ოპოზიციას ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, დროებით შეწყვეტს თუ არა ბოიკოტს ამ კენჭისყრებში მონაწილეობის მისაღებად. ამის შესახებ “რეზონანსს” დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განუცხადა. ჭიჭინაძის ინფორმაციით, მოსამართლეთა საკითხი “ქართულ ოცნებაში” შესაძლოა კიდევ ერთხელ გახდეს დაპირისპირებისა და განხეთქილების მიზეზი, რის შედეგადაც ზოგიერთი დეპუტატის მიერ უმრავლების დატოვებასაც არ გამორიცხავს, თუმცა, იმედოვნებას, რომ ხელისუფლებას “გონიერება ეყოფა”, რომ ქვეყანში კრიზისული ვითარება არ შექმნას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით „ოცნებას“ კიდევ 4-5 დეპუტატი რომ გამოაკლდეს, კრიტიკული ზღვარი დგება - ჭიჭინაძე.


“საკომიტეტო კვირა უკვე იყო და უნდა ჩაეტარებინათ, თუმცა არ ჩატარდა. შესაძლოა პლენარული სხდომების შესვენების დროს ჩაატარონ, ან შეიძლება შიგნით არ არის ერთგვაროვანი დამოკიდებულება და ახლა, ერთი მეორეზე პრობლემების მიმატებას არ აპირებენ. ეს ისეთი კენჭისყრაა, არ მგონია კიდევ რამე ძალადობა იყოს მოსალოდნელი. მეტ-ნაკლებად შეეცდებიან, რომ არგუმენტირებულად დაუსაბუთონ და თავისუფალი მანევრის საშუალება მისცენ დეპუტატებს, რადგან “ოცნება” ნელ-ნელა უკვე კრიტიკულ ზღვარს ადგება. კიდევ 4-5 დეპუტატი რომ გამოაკლდეს “ქართული ოცნებას”, კრიტიკული ზღვარი დგება იმ თვალსაზრისით, რომ “ოცნებას” 76 ადამიანის (საკანონმდებლო ცვლილების ან გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო დეპუტატთა მინიმალური რაოდენობა) მოკრება გაუჭირდეს. გააჩნია, როგორ იმოქმედებს თვითონ ხელმძღვანელობა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ჭიჭინაძე.

 

“ცნობისათვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა 23 სექტემბერს დაიწყო. ჯერ უცნობია, როდის ჩაინიშნება კომიტეტებზე უვადოდ გამწესების მსურველი მოსამართლეების კენჭისყრა, ამის შესახებ სხდომამდე 3 დღით ადრე გახდება ცნობილი. ოპოზიცია კი ამ დღისთვის განსაკუთრებული მობილიზებით ემზადება, რათა სიის ჩასაგდებად უმრავლესობის დეპუტატებზე ზეწოლა გაზარდოს”, - წერს სტატიის ავტორი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge