Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

21:02 08.12.2019
„ამერიკაში უნდოდა სწავლა, არ გააჩნდა სახსრები და ბაბუა „მოკლა“, პარტიიდან შეგროვილი თანხით კი აშშ-ში გაფრინდა - როცა შალიკო & Co გვირგვინებით მივიდა სამძიმარზე, კარი ბაბუამ გაუღო“

“უწინ, გიორგი სიგუამ ანაკლიის ‘ჯემფესტზე’ რაც გააკეთა, საყოველთაოდ ცნობილია [ნარკობარიგობის ზეობა, სამწუხაროდ, დაღუპული თანამოქალაქენი, ბიუჯეტიდან ათვისებული სახსრები]. ემიგრანტების “ერთად სახლში” პროექტიც ჩაუვარდა(თ). დაუდასტურებელი ინფორმაციით, კვლავ ფული მოტეხა სანიკიძისეული მიშა – ‘ჯალალ ალ-დინისგან’. ახლახანს, ათენში, ჩვენი საელჩოს ‘დაბოქლომებაც’ უშედეგოდ სცადა. გაებედა და არ დამორჩილებოდა საბერძნეთის პოლიციის მოთხოვნას – პირიქეთა ტროტუარს მიღმა გადმოსვლა აკრძალულია! ახლა კი 2020 წ. ზაფხულში, საბერძნეთის კუნძულ ზაკინტოსზე ‘ჯემფესტის’ მოწყობას გეგმავს. Facebook-ში ჯგუფიც კი შექმნა. ვნახოთ, როგორ გაუვა ‘ანაკლიობანა’ იქაურ ხელისუფლებასთან. თუ გადაურჩა, შემდეგი ეტაპი რომელია? აქაურ რომელიმე ურეიტინგო პარტიის ლიდერის დაბოლება სიაში მოწინავე ადგილზე?.. მის შესახებ დიდი ხნის წინ გავრცელებულ დაუდასტურებელ ამბებში, არის ასეთი ‘პიკანტური’ მომენტიც. შალიკოს ლეიბორისტებში ირიცხებოდა. ამერიკაში უნდოდა სწავლა, არ გააჩნდა საკმარისი სახსრები და ბაბუა ‘მოკლა’. პარტიიდან შეგროვილი თანხით კი აშშ-ში გაფრინდა იმ მომენტში, როცა შალიკო & Co გვირგვინებით მივიდა სამძიმარზე და კარი ბაბუამ გაუღო…

 

P.S. იმ ევროპელმა დიპლომატმა იხაროს, რომელმაც რამდენიმე წლის წინათ მითხრა – 1 სულ მოსახლეზე პოლიტიკური მთვარეულების [lunatics] რაოდენობით, საქართველო მოწინავე პოზიციაზეა მსოფლიოში,” – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge