Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

20:39 08.12.2019
„ოპოზიციას რესურსად დარჩა კონტროლირებადი რადიო-ტელევიზიები, ინტერნეტ-პორტალები და სოცქსელები, სადაც არწმუნებენ საზოგადოებას, რომ ძლიერები არიან - არადა, სწორედ ეს არის სისუსტის ინდიკატორი!“

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და რამდენიმე მნიშვნელოვან პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს:

 

„ქ/ოცნებიდან“ დეპუტატების იმ ჯგუფის წასვლა, ვინც წავიდა, შეიძლება სასარგებლოც კი აღმოჩნდეს. არ ვიცი, ვის წინაშე უქმნიდნენ პარტიას „სახეს,“ მაგრამ ქართველ ამომრჩეველში ნამდვილად არა. არცერთ მათგანს რაიმე სოციალურ-პოლიტიკური კაპიტალი არ გააჩნია. გადახედეთ, თუნდაც NDI/IRI გამოკითხვებს, რომელ მათგანს ჰქონდა თუნდაც ოდნავი ნდობა ან მოწონება? არცერთს! ისინი პირველივე სირთულის დადგომისთანავე გაიქცნენ და არავინ იცის უფრო კრიტიკულ მომენტში რა სარმას დაუდებნენ პარტიას. მიმდინარე მოვლენების პარალელურად მიდის აქტიური ლუსტრაციის პროცესი. ოპოზიცია და მის მხარეს დამდგარი ექსპერტები ამკვიდრებენ, მოსაზრებას და განცდას, რომ თურმე არცერთი ხელისუფლება არ უნდა დარჩეს ორზე მეტი ვადით. საინტერესოა, კონსტიტუციის რომელ მუხლშია ეს გაწერილი? არც ერთში! თუმცა, ეს გაწერილია მათ გეგმაში - ნებისმიერი გზებით დაეუფლონ ხელისუფლებას! ამისათვის კი ხალხის მხარდაჭერა სჭირდებათ. ეს მხარდაჭერა კი შაგრენის ტყავივით ეკუმშებათ აქციიდან აქციამდე. რესურსად დარჩათ კონტროლირებადი რადიო-ტელევიზიები, გაზეთებიб ინტერნეტ-პორტალები და სოცქსელები, რომელთა მეშვეობითაც არწმუნებენ საზოგადოებას, რომ თითქოს ძლიერები არიან. არადა, სწორედ ეს არის სისუსტის ინდიკატორი!,“ წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge