Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

16:31 08.12.2019
„ევროკავშირის დელეგაციის მიზანია, მხარი დაუჭიროს პოლიტიკურ დიალოგს, რომელიც ახლა დაიწყო და გაგრძელდება“

ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა და საუბრები ოპოზიციის ყველა წარმომადგენელთან. ჩვენზეა დამოკიდებული და ჩვენს ინტერესებში შედის, ხელი შევუწყოთ დემოკრატიის გაძლიერებას ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონ ტაუბადელმა სასტუმრო „ბილტმორში“ გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ევროკავშირის დელეგაციის მიზანია, მხარი დაუჭიროს პოლიტიკურ დიალოგს, რომელიც ახლა დაიწყო და გაგრძელდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ჩვენ წარმატებული თანამშრომლობის იმედი გვაქვს. ჩვენ მოვუწოდეთ საქართველოს მთავრობას, რომ გაითვალისწინოს ჩვენი რეკომენდაციები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და დიალოგის კარგი საწინდარია. ამასთანავე, ჩვენ გვქონდა დებატები მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია, მოსამართლეების არჩევის პროცესი იყოს სამართლიანი და გამჭვირვალე“, - აღნიშნავს ევროპარლამენტარი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge