Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

21:01 07.12.2019
თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, ღამის კლუბში წუხელ მომხდარი დაპირისპირებისას ორი პირის დაჭრაში ბრალდებული პოლიციამ დღეს დააკავა

თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, ღამის კლუბში მომხდარი დაპირისპირებისას ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიული ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად შუადღისას დააკავეს. ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება წუხელ, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში დაიწყო და დაპირისპირების შედეგად ორი ახალგაზრდა დაშავდა, მათ ჭრილობა ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მესამე მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge