Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

00:17 07.12.2019
ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა საინფორმაციო ვებ-გვერდს ქმნის, რომლითაც საპატრიარქოს მხილებას აპირებს

"პეტრე ცაავა საკუთარ ონლაინ-გამოცემას აფუძნებს. ინფორმაციას ონლაინ გამოცემა „ფორმულა ნიუსი“ ექსკლუზიურად ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი და საპატრიარქოს ტელევიზიის ყოფილი დირექტორი საინფორმაციო ვებ-გვერდს ქმნის, რომლითაც საპატრიარქოს მხილებას აპირებს. ინფორმაცია თავად პეტრე ცაავამ დაადასტურა. მასალები წინასწარაც დამონტაჟდება, რაშიც პეტრე ცაავას ეპარქიიდან მასთან ერთად წამოსული იღუმენია თამარ გამყრელიძე დაეხმარება. იღუმენია მონტაჟის კურსებს გადის. საპატრიარქოში ამ საინფორმაციო ომზე საპასუხოდ მზადყოფნას აცხადებენ – წერს „ფორმულა ნიუსი“."

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge