Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

22:29 06.12.2019
„მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულები - გაიყვანოს საკუთარი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან“

ეუთოში საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფმა რუსეთ-საქართველო კონფლიქტზე ერთობლივი განცხადება მოამზადა. ერთობლივი განცხადება, ბულგარეთის, კანადის, ჩეხეთის, ესტონეთის, ფინეთის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვას, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, შვედეთის, უკრაინის, გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ის სახელით გაკეთდა. ზემოთ აღნიშნული ქვეყნები კიდევ ერთხელ ადასტურებენ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის სერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში.

 

„ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთ, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულები, რომელთა შორისაცაა, გაიყვანოს საკუთარი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან. ამასთანავე, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს უკან წაიღოს საქართველოს განუყოფელი რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. ამ რეგიონეში ჩატარებულ არჩევნებს ჩვენ ლეგიტიმურად არ ვცნობთ.“ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვისა და ადამიანების გატაცების შემთხვევების გამო. „ჩვენ ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებით სამხრეთ ოსეთის რეგიონში და მოვითხოვთ მის დაუყოვნებელ გათავისუფლებას“, - აღნიშნულია განცხადებაში. განცხადების ავტორები მხარს უჭერენ იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო, ნებაყოფლობით და ღირსეულ დაბრუნებას თავიან სახლებში.

 

„ჩვენ მხარს ვუჭერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული მოუგვარებელი კონფლიქტის გადაჭრის ერთადერთ სწორ ფორმატს წარმოადგენს. ჩვენ მხარს ვუჭერს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას“, - აღნიშნულია განცხადებაში. საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფი აცხადებს, რომ ისინი მოუწოდებენ რუსეთს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს და კონფლიქტი მშვიდობიანად მოგვარდეს. „ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, სასწრაფოდ შეასრულოს ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და გაიყვანოს საკუთარი ძალები საომარი მოქმებდებიბის დაწყებამე არსებულ პოზიციებზე. ჩვენ შეშფოთებულები ვართ ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ სოფელ ატოცსა და გუგუტიანთკარში მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნული ბარიერების აღმართვითა და სამხრეთ ოსეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების გრძელვადიანი დახურვით. ამ ყოველივემ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლოების მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას მისცეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მისი მანდატის შეუფერხებელი და სრული განხორციელების საშუალება. ჩვენ ვეთანხმებით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თავმჯდომარეების განცხადებას, რომლის თანხმადაც გუგუტიანთკარში ახლად აღმართული ბარიერები იქ მცხოვრებ მოსახლეობას გადაადგილების თავისუფლებას უზღუდავს. ჩვენ ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში რუსეთის მხრიდან გახშირებული სამხედრო წვრთნების შესახებ „, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

აღსანიშნავია, რომ ერთობლივი განცხადების ავტორები ეუთო-ს წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებენ შეთანხმდნენ, საქართველოში ეუთო-ს მრავალგანზომილებიანი მისიის აღდგენაზე. „ჩვენ ვწუხვართ 2009 წელს საქართველოში ეუთო-ს მისიის დახურვის გამო და მოვუწოდებთ ეუთო-ს წევრ სახელმწიფოებს, შეთანხმდნენ მრავალგანზომილებიანი მისიის აღდგენაზე, რომელიც მონიტორინგის განხორციელებისა და ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ შეუზღუდავი მოქმედების საშუალებას მოგვცემს. მისიის აღდგენა მნიშვნელოვნად გააძლიერებს ეუთო-ს ჩართულობას ინციდენტების პრევენციისა და ნდობის აღდგენის მექნიზმის განხორციელებაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge