Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

22:13 06.12.2019
გერმანიის გენერალურმა პროკურატურამ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიება რუსეთის სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლების მიმართ დაიწყო - Der Spiegel

გერმანიის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით, გამოძიება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოს სავარაუდო თანამშრომლების მიმართ დაიწყო, რომლებიც ალექსანდრ პეტროვისა და რუსლან ბაშიროვის სახელებით არიან ცნობილი. ამის შესახებ Der Spiegel-ი წერს. გამოცემის ცნობით, გერმანიის სპეცსამსახურები მიიჩნევენ, რომ პეტროვსა და ბაშიროვს შესაძლოა, კავშირი ჰქონდეთ ხანგოშვილის მკვლელობასთან, რადგან ისინი სამი დღის განმავლობაში ფრანკფურტში იმყოფებოდნენ. გარდა ამისა, კილერს პეტროვისა და ბაშიროვის დოკუმენტების მსგავსი საბუთები ჰქონდათ.

 

შეგახსენებთ, რომ ბაშიროვი და პეტროვი დიდ ბრიტანეთში, გრუ-ს ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის, იულია სკრიპალის მოწამვლის საქმეში ფიგურირებენ. შემთხვევა 2018 წელს მოხდა. ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge