Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

21:37 06.12.2019
„კალაძეს რომ მხარდამჭერები ჰყავს, იმდენს სიზმარში ვერ წარმოიდგენთ, თქვე უბადრუკებო - კახა კალაძის მსგავსი მერი არ ღირსებია თბილისს“

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში „მთავარი არხის“ სიუჟეტს ეხმაურება და წერს:

 

„დაიწყო შეტევა კახი კალაძეზე, ნიკუტას არხმა დაასკვნა დღეს, ივანიშვილთან შეხვედრაზე არ იყო კახი იმიტომ, რომ შავმა კატამ გაირბინაო, სუს-ში, ივანიშვილის დავალებით, კალაძეზე და ილია წულაიას კორუფციულ გარიგებაზე საქმეა აღძრულიოო, ივანიშვილს კალაძის ჩამოშორება უნდაოო! ახლა მომისმინეთ კარგად! კალაძეს რომ მხარდამჭერები ყავს, იმდენს სიზმარში ვერ წარმოიდგენთ, თქვე უბადრუკებო, კახა კალაძის მსგავსი მერი არ ღირსებია თბილისს, კახი კალაძე არის ღირსეული კაცი. ასეთებს თქვენ არც იცნობთ, რა თქმა უნდა! ხოდა, თქვენი ზღაპრები და ბოდვები თქვენი სექტისთვის შემოინახეთ, გამოძიება არა კვატა,“ წერს ნინო ჯღარკავა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge