Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

13:06 06.12.2019
დაძაბულობის განსამუხტავი გამოსავალი - “ორივე მხარემ გაითვალისწინოს ეუთოს რეკომენდაცია"

"იმ შემთხვევაში, თუ ეუთოდან მოვა დასკვნა, რომ ოპოზიციის მიერ შემუშავებული ე.წ. გერმანული მოდელის ქართული ვარიანტი არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, მაშინ ხელისუფლება უნდა დათანხმდეს არჩევნების ამ მოდელით ჩატარებას. "თუ ეუთოდან მოვა დასკვნა, რომ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, მაშინ ოპოზიციამ, უნდა შეწყვიტოს საპროტესტო აქციები და მოემზადოს არჩევნებისთვის. ჩემი აზრით, ეს იქნება შექმნილი სიტუაციიდან ყველაზე მარტივი გამოსავალი" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ე.წ. გერმანული მოდელის ქართულ ვარიანტის ეუთოში გადაგზავნის საკითხს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, დაძაბულობის განსამუხტავი გამოსავალი - “ორივე მხარემ გაითვალისწინოს ეუთოს რეკომენდაცია"


"ჯერ-ჯერობით სამოქალაქო დაპირისპირების ნიშნები არ ჩანს, მაგრამ ხვალ რა მოხდება, არავინ არ იცის, რადგან ცუდად მიდის საქმე. ხელისუფლება, რომ არ დათმობს, ჩანს, რადგან ეს დამარცხებას ნიშნავს. პოზიციებს არ თმობს ოპოზიცია. "თუ ასე გაგრძელდება, სიტუაცია არა მხოლოდ არჩევნებამდე, არამედ, არჩევნების შემდეგაც დაიძაბება, რაც უკვე პრობლემაა, ამიტომ, ქვეყანა სტბილურად რომ განვითარდეს, რაშიც დაინტერესებული უნდა იყოს ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, იქნება ეს ხელისუფლება თუ ოპოზიცია, უნდა მოხდეს შეთანხმება”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"ჩემი აზრით, ყველაზე მარტივი გამოსავალი იქნება ორივე მხარემ გაითვალისწინოს ეუთოს რეკომენდაციები. "იმ შემთხვევაში, თუ ეუთოდან მოვა დასკვნა, რომ ოპოზიციის ე.წ. გერმანული მოდელის ქართული ვარიანტი არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, მაშინ ხელისუფლება უნდა წავიდეს დათმობაზე და დააკმაყოფილოს ოპოზიციის მოთხოვნა, რომ არჩევნები ჩატარდეს გერმანული მოდელით. "თუ ეუთოდან მოვა დასკვნა, რომ ოპოზიციის მიერ შემუშავებული მოდელი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, მაშინ ოპოზიციამ უნდა დათმოს, თქვას, რომ ხელისუფლება ყოფილა მართალი, შეწყვიტოს აქიცები და მოემზადოს არჩევნებისთვის. "თუ არცერთი მხარე დათმობაზე კატეგორიულად არ წავა, საზოგადოებისთვის ნათელი გახდება ვის უნდა ქვეყნის სტაბილურად განვითარება და არჩევანსაც თავად გააკეთებს ვის დაუჭიროს მხარი" , -განაცხადა "რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

ავტორ(ებ)ი : "რეზონანსი“