Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

14:38 05.12.2019
ხვალ, Welcome to Georgia - ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეხუთე საიუბილეო ცერემონია გაიმართება

ხვალ, “შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი” ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეხუთე საიუბილეო ცერემონიას უმასპინძლებს, რომელიც მეოთხე წელია საქართველოს ბანკის თანაორგანიზებით ტარდება.

 

 

დაჯილდოების ცერემონიაზე, ტურიზმისა და მასპინძლობის დარგის 380-ზე მეტ წარმომადგენელს შორის 26 გამარჯვებული გამოვლინდება ამდენივე განსხვავებულ ნომინაციაში, მათ შორის ახალ ნომინაციებში: “საუკეთესო ავიაკომპანია”, “საუკეთესო ტრადიციული რეწვა”, “საუკეთესო ნიშური ტურიზმი”, “საუკეთესო სოფლის ტურიზმის”, “საუკეთესო მცირე მეღვინეობა”, “H2O Water Saving Award”- ეს ნომინაცია შეიქმნა სპეციალურად UNDP-სთან თანამშრომლობის ფარგლებში, და სპეციალური პრიზი - Khetsuriani Trophy.

 

წლევანდელი ცერემონიის ფორმატი წინა წლებისგან განსხვავებული იქნება, ორგანიზატორები ნამდვილი საიუბილეო საღამოს შექმნას გეგმავენ თითოეული სტუმრისათვის, გალა-ვახშმით, ინტერაქტიული პროგრამით და სხვა მრავალი სიურპრიზით.

 

ღონისძიებას 700-მდე სტუმარი დაესწრება, მათ შორის მთავრობის წარმომადგენლები, ბიზნეს სექტორი და საერთაშორისო და ადგილობრივი მედია.

 

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 2015 წლიდან ტარდება საქართველოში, და წარმატებით დაიმკვიდრა თავი როგორც სანდო, უნიკალურმა ფლატფორმამ, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული ტურიზმის და მასპინძლობის სფეროს განვითარებაში და რომლის ნომინატთა და გამარჯვებულთა რაოდენობა ყოველ წლიურად იზრდბება.

 

უკვე მეხუთე წელია პროექტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანაორგანიზებით და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება. ასევე პროექტის მხარდამჭერია - დაცული ტერიტორიების სააგენტო. გენერალური სპონსორი - ალიანს ჯგუფი. დამოუკიდებელი აუდიტორი - ბიდიო საქართველო.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge