Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

13:22 05.12.2019
"დამხობა, რევოლუცია, რადიკალიზაცია - ეს არ არის ის მომავალი, რაც მოსახლეობას სწყურია"

დამხობა, რევოლუცია, რადიკალიზაცია - ეს არ არის ის მომავალი, რაც სწყურია ჩვენს მოსახლეობას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ყველაფერი რაც ხელს უშლის შენებას, მათ შორის დამხობა, რადიკალიზაცია, ასეთი დესტრუქციული მოწოდებები არის ის, რასაც ძალიან ცუდად აღიქვამს არა მხოლოდ მთავრობა, არამედ მთლიანად მოსახლეობა.

 

„მნიშვნელოვანია, როგორ აღიქვამს ამას მოსახლეობა. მე ძალიან ბევრი კონტაქტი მაქვს მოსახლეობასთან ჩვენი პროექტებიდან გამომდინარე, მე და ჩემი კოლეგები მთელ საქართველოში დავდივართ. ძალიან ნეგატიურად აღიქვამს ამას მოსახლეობა. დამხობა, რევოლუცია, რადიკალიზაცია - ეს არ არის ის მომავალი, რაც სწყურია ჩვენს მოსახლეობას. მოსახლეობას ადარდებს დასაქმება, ფასების თემა, ადარდებს ახალი ობიექტები როდის აშენდება, როდის შეძლებენ თავის რეგიონში დასაქმებას და არ დასჭირდებათ ქალაქად ჩამოვლა. ეს საკითხები არის ძირითადად ყურადღების ცენტრში და ყველაფერი რაც ხელს უშლის შენებას, მათ შორის დამხობა, რადიკალიზაცია, ასეთი დესტრუქციული მოწოდებები ეს არის ის, რასაც ძალიან ცუდად აღიქვამს არა მხოლოდ მთავრობა, არამედ მთლიანად ქვეყნის მოსახლოება და მინდა, რომ ყველა პოლიტიკოსმა ეს გაიგოს“, - განაცხადა თურნავამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge