Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

00:19 03.12.2019
„2017 წელს ჭადრაკის ევროპის საბჭომ ჩემი მუსიკა დაამტკიცა სპორტის ამ სახეობის ევროპის ოფიციალურ ჰიმნად - დღეს კი ჰიმნის შესრულებისას მონაკოში ფეხზე იდგნენ მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდები“

ცნობილი კომპოზიტორი და დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

 

„2017 წელს ჭადრაკის ევროპის საბჭომ ჩემი მუსიკა დაამტკიცა სპორტის ამ ისტორიული სახეობის ევროპის ოფიციალურ ჰიმნად, დღეს კი ჩემს თვალწინ ამ მუსიკის შესრულებისას მონაკოში ფეხზე იდგნენ მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდები (მათ შორის, იუდიტ პოლგარი, გარი კასპაროვი, ჩვენი უდიდესი ქალბატონები ნონა გაფრინდაშვილი და მაია ჩიბურდანიძე, ჩემპიონები, დიდოსტატები, არბიტრები, მონაკოს სამეფო ოჯახის, მთავრობისა და შემოქმედებითი საზოგადოების გამორჩეული წარმომადგენლები)… უჰ რა მაგარი შეგრძნება ყოფილა!!! დიდი მადლობა, ჩემო უძვირფასესო ზურა და თეა, ასეთი რამ რომ განმაცდევინეთ!!!! Zura Azmaiparashvili, Tea Kipshidze. დანარჩენს მერე მოვყვები. მონტეკარლოში ჭადრაკის ევროპის პირველი დაჯილდოვების ცერემონია ახლახანს დასრულდა, მე კი ვცდილობ სამახსოვრო ფოტოები გადავიღო ბავშვობის დროინდელ კერპებთან… მამაჩემი, რომელიც ჭადრაკის უდიდესი ქომაგი იყო, ვიდრე მყავდა (13 წლის ასაკამდე) მოასწრო ჩემშიც ჩაენერგა იგივე დამოკიდებულება, ამიტომ დღეს ის ყველაზე ბედნიერი და ამაყი იქნებოდა ჩემით…“, წერს ნიკოლოზ რაჭველი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge