Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

23:59 02.12.2019
„ამ მარგინალებმა სპეციალურად დღევანდელ დღეს მოაწყეს აქცია "ოცნების" სათაო ოფისთან, რომელიც ბუნებრივია, ჩვენი ახალგაზრდების შეკრების ადგილიც იყო“

ახალგაზრდა აქტივისტი შაკო კუჭაშვილი სოციალურ ქსელში განმარტავს, რატომ მოხდა დღეს დაპირისპირება „ქართული ოცნების“ ოფისთან: 

 

„მარტივად და გასაგებად მინდა იცოდეთ, რა მოხდა დღეს. ხოშტარიას "სირცხვილიამ", მიშას "შეცვალემ" და ნათელაშვილის "გაბედემ" იცოდა, რომ დღეს "ქართულ ოცნებას" ჰოქნდა რეგიონალური ახალგაზრდული ფრთების მობილიზაცია, ვინაიდან იყო თბილისში კონცერტი, ვინაიდან ჩვენ გავხდით ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა და ვინაიდან ეს აღსანიშნავი ამბავია. ხოდა ამ მარგინალებმა სპეციალურად დღევანდელ დღეს მოაწყეს აქცია "ოცნების" სათაო ოფისთან, რომელიც ბუნებრივია ჩვენი ახალგაზრდების შეკრების ადგილიც იყო. ეს იყო დესტრუქციული და ავაზაკი ძალების მხრიდან კარგად დაგეგმილი მორიგი აფიორა“, წერს შაკო კუჭაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge