Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

21:54 02.12.2019
მას მანქანის უკანა სავარძელში მყოფმა პირებმა ესროლეს! - უკრაინაში ქართველი ბიზნესმენის მკვლელობის ახალი დეტალები

კვირის პალიტრა” უკრაინაში ქართველი ბიზნესმენის მკვლელობის ახალ დეტალებზე წერს.

 

როგორც kvirispalitra.ge წერს, კიევში მოკლული ქართველი ბიზნესმენი ნიკოლოზ დავითაშვილი უკრაინაში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა და მისი მკვლელობა სავარაუდოდ, თანხის „შეწერას“ უკავშირდება. „კვირის პალიტრის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, დავითაშვილის „ფოლცვაგენის“ მარკის ავტომანქანა მას მერე გაიტაცეს, რაც სასტუმროს ტერიტორიიდან გავიდა. უკრაინელმა სამართალდამცავებმა მკვლელობაში ბრალდებულები - ორი ჩეჩენი და ორი რუსი ეროვნების მამაკაცი უკვე დააკავეს. დაკავებულებიდან ორი პირი ბრალს აღიარებს. 

 

„დავითაშვილი, სავარაუდოდ, სწორედ ამ პირებმა მანქანაში ჩაცხრილეს. ნატყვიარი მანქანის სავარძელს ეტყობა. პირველადი დათვალიერებით, ნიკა დავითაშვილი მძღოლის გვერდზე იჯდა და მას მანქანის უკანა სავარძელში მყოფმა პირებმა ესროლეს. ამის შემდეგ ცხედარი მანქანიდან გადაიტანეს და ქუჩაში, ჭაში ჩააგდეს. სავარაუდოდ, ამ საქმეში მონაწილეებიდან ერთ-ერთს ის იცნობდა. დანაშაული სამართალდამცავებმა ვიდეოკამერებით გახსნეს. ამ ჩანაწერში კარგად ჩანს, როგორ უახლოვდება ნიკა დავითაშვილი იმ მამაკაცებს. რამდენიმე წუთი ესაუბრება, ამის შემდეგ ჯდება მანქანაში და იქაურობას მათთან ერთად ტოვებს. რაზე ესაუბრებოდა მამაკაცი დამნაშავეებს და რატომ გაყვა მათ, უცნობია. ერთი ვერსიით, ამ საქმეში ქართველების ხელი ურევია და არ არის გამორიცხული, დაკავებული ჩეჩნები მკვლელობის შემსრულებლები იყვნენ", -აცხადებს წყარო kvirispalitra.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge