Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:17 02.12.2019
XX ბიზნეს რეიტინგის ღონისძიებაზე მედიის რჩეული ბიზნესი "PSP ჯგუფი" და "ზარაფხანა" გახდა

27 ნოემბერს, „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ „ჯორჯიან თაიმსისა“ და კომპანია „გორბის“ მიერ ორგანიზებული, რიგით XX ბიზნეს რეიტინგის საიუბილეო საღამო და გალა ვახშამი გაიმართა. 

 

ტრადიციულად მედიისა და საზოგადოების თანდასწრებით, ექსპერტების მიერ შერჩეული საუკეთესო კომპანიები დასახელდა. ღონისძიების ფარგლებში ბიზნესის ეროვნოვნული ჯილდოსა და  გრან პრის მფლობელი „ჯორჯიან პროდაქტსი“ გახდა.

 

დაჯილდოვების ღონისძიება მუდმივად ექცევა მედიისა და ბიზნეს საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ. ღონისძიების მიმდინარეობისას, ჟურნალისტებს საშუალება ეძლევათ შეხვდნენ წამყვან ბიზნეს ლიდერებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, სამთავრობო დელეგაციიდან მინისტრებსა და მათ მოადგილეებს. 

 

XX ბიზნეს რეიტინგის საიუბილეო ღონისძიებაზე მხარდამჭერი მედიები და ჟურნალისტები დაჯილდოვდნენ. ღონისძიების ფარგლებში მედიის რჩეული ბიზნესი გამოვლინდა.  გამარჯვებული და „თეთრი არწივის“ მფლობელი "PSP ჯგუფი" და "ზარაფხანა" გახდა. 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge