Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:58 02.12.2019
მასობრივი სპორტის განვითარებისა და მასში ბიზნესის ჩართულობის გაზრდაში შეტანილი წვლილისთვის პაატა ცივაძე და ზურაბ ბოქოლიშვილი დაჯილდოვდნენ

„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ „ჯორჯიან თაიმსისა“ და კომპანია „გორბის“ მიერ ორგანიზებული, რიგით XX ბიზნეს რეიტინგის საიუბილეო საღამო და გალა ვახშამი გაიმართა. 

 

ტრადიციულად მედიისა და საზოგადოების თანდასწრებით, ექსპერტების მიერ შერჩეული საუკეთესო კომპანიები დასახელდა. ღონისძიების ფარგლებში ბიზნესის ეროვნოვნული ჯილდოსა და  გრან პრის მფლობელი „ჯორჯიან პროდაქტსი“ გახდა.

 

XX ბიზნეს რეიტინგის საიუბილეო ღონისძიებაზე - მასობრივი სპორტის განვითარებისა და მასში ბიზნესის ჩართულობის გაზრდაში შეტანილი წვლილისთვის მოძრაობა #BeActiveInGeorgia-ს დამფუძნებლები, საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა ცივაძე და საქართველოს სპორტული ტურიზმის ალიანსის პრეზიდენტი ზურაბ ბოქოლიშვილი დაჯილდოვდნენ.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge