Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

21:33 01.12.2019
„რაც უფრო მეტ პოლიტიკურ ოპონენტს ჩასვამს ციხეში ივანიშვილი, მით უფრო მძიმე იქნება მისი პოლიტიკური ბედი მომავალში“

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ნიკა მელიას ხვალ ჩანიშნულ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა:

 

„სამარცხვინო ლიდერის ივანიშვილისა და მისი გუნდის პირობებში უმადური საქმეა ასეთ საკითხებზე პროგნოზები. არაფერი არ არის გამორიცხული. „პროგნოზი“ რა მაქვს - როგორი გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს ივანიშვილმა მელიასთან დაკავშირებით, ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა და მან მანამდე დააანონსა, რომ დიდი ხნით ჩასხდებიან და ა.შ, მის ბედს ეს გადაწყვეტილება ვერ გადაარჩენს, უბრალოდ, იმ ბედს დაამძიმებს. რაც უფრო მეტ პოლიტიკურ ოპონენტს ჩასვამს ციხეში, მით უფრო მძიმე იქნება მისი პოლიტიკური ბედი მომავალში. ჩვენი ამოცანა ის კი არ არის, რომ ივანიშვილის ბედი იყოს ტრაგიკული, ჩვენი ამოცანაა, რომ ვითარება განიმუხტოს, ოღონდ, მთელი საზოგადოება მისი პოლიტიკური სიგიჟის მძევლებად ვერ ვიქცევით. თუ ხვალ მორიგ სიგიჟეს ჩაიდენს, ქვეყნისთვის ცუდია, მაგრამ ვერ გადარჩება ამის შედეგად და კიდევ უფრო ტრაგიკული იქნება მისი პოლიტიკური ბედი“,- განაცხადა ბოკერიამ. მისი თქმით, თავად მიიღებს მონაწილეობას აქციაში, რომელიც ხვალ საქალაქო სასამართლოსთან გაიმართება.

 

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო "ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმეზე ბრალდებულების, ზურაბ ადეიშვილისა და ნიკა მელიას მიმართ გადაწყვეტილებას 2 დეკემბერს გამოაცხადებს. სხდომა 09:30 საათზეა ჩანიშნული.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge