Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

21:12 01.12.2019
ერდოღანი მაკრონს შეება: შე ტვინმკვდარო ემანუელ, როგორ ბედავ ნატოს შეურაცხყოფას?

სიმონ კილაძის ბლოგი:

 

თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ ერდოღანს ტელევიზიით გამოსვლისას, თავისი ფრანგი კოლეგისადმი ცოტა არ იყოს, არასასიამოვნო სიტყვები უთქვამს:

 

"არ ვიცი, რას ნიშნავს ნატოსათვის საფრანგეთი, მაგრამ თურქეთი ნატოსათვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ამას წინათ ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ნატოს ტვინი მკვდარიაო. პატივცემულო ემანუელ, სანამ ნატოს ტვინზე რაიმეს იტყოდე, ჯერ შენი ტვინი შეამოწმე - იმიტომ, რომ ასეთი აზრები ისეთ ადამიანებს მოსდით, ვისაც ტვინი უკვე მკვდარი აქვს, მაგალითად, შენ" (სტილი დაცულია). https://ria.ru/20191129/1561755445.html

 

როგორც ცნობილია, ამას წინათ, ბრიტანულ ჟურნალ "ეკონომისტ"-ისადმი მიცემულ ინტერვიუში ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ "ნატოს ტვინი უკვე მოკვდა და ვეღარ აზროვნებსო". საფრანგეთის პრეზიდენტმა იგივე გაიმეორა 28 ნოემბერს, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგაც. იმდღესვე საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩი გამოიძახეს და განუცხადეს, რომ გადაეცი შენს პრეზიდენტს, ასეთი განცხადება პიროვნული შეურაცხყოფაა და ცოტა ენას კბილი დააჭიროსო.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge