Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

20:52 01.12.2019
„ამაზე მნიშნველოვანი კენჭისყრა ამ წელს არ იქნება - ამიტომ დიდი აქციის და მიტინგის თარიღს გამოვაცხადებთ, როდესაც მოსამართლეების კენჭისყრის დღე იქნება“

მთელი ძალისხმევა, ჩემიც და სხვებისაც, მიმართული იქნება, რომ მოსამართლეების კენჭისყრაზე პარლამენტის წევრებმა ხალხის ხმა გაიგონონ, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, სამართლიანი არჩევნების მოთხოვნის საკითხი დღის წესრიგში რჩება და ამისთვის რეგიონებში და თბილისში აქტივობები გაგრძელდება.

 

"ყველაზე მთავარი რაც არის, დიდი აქციის და მიტინგის თარიღს გამოვაცხადებთ, როდესაც მოსამართლეების კენჭისყრის დღე იქნება, ეს იქნება ამ დღეებში, ჯერ კომიტეტზე და შემდეგ სესიაზე. ამიტომ, რადგან დღეს ხელისუფლებისთვის მთავარი პოლიტიკური ბერკეტი არის სასამართლო, რომლითაც ხდება ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის წესით ადამიანების დაკავება, ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორი იქნება სასამართლო. ის განსაზღვრავს, როგორ ჩატარდება ქვეყანაში არჩევენები, როგორ იქნებიან დაცულები ადამიანები და საერთოდ, ნებისმიერი თქვენთაგანის კონსტიტუციური უფლება იქნება თუ არა გარანტირებული. ამაზე მნიშნველოვანი კენჭისყრა ამ წელს ყოველ შემთხვევაში, არ იქნება და ამიტომ მთელი ძალისხმევა, ჩემიც და სხვებისაც მიმართული იქნება, რომ ამ კენჭისყრაზე პარლამენტის წევრებმა ხალხის ხმა გაიგონონ“,-განაცხადა ბესელიამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge