Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:36 01.12.2019
შსს-მ პანკისის ხეობაში შეიარაღებული დაპირისპირებისას ვისო მუთოშვილის მკვლელობის ბრალდებით 2 პირი დააკავა
შსს-მ პანკისის ხეობაში შეიარაღებული დაპირისპირებისას ვისო მუთოშვილის მკვლელობის ბრალდებით 2 პირი დააკავა. ამასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ახმეტის მუნიციპალიტეტში, შეიარაღებული დაპირისპირებისას მომხდარი, 1982 წელს დაბადებული ვ.მ.-ს განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს. დაკავებულია 2 პირი: 1998 წელს დაბადებული ა.ქ. და 1990 წელს დაბადებული რ.ხ. ამ ეტაპზე, საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლების კვალიფიკაციით, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.“, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge