Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

20:38 30.11.2019
„TANAP-ის გაზსადენით პირველ ეტაპზე საქართველო 1,1 მლრდ. კუბურ მეტრ აირს, ანუ გატარებულის თითქმის 7%-ს მიიღებს - დღეს ქვეყანა დაახლოებით 2,7 მლრდ კუბურ მეტრ აირს მოიხმარს“

„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა TANAP-ის გაზსადენის ამოქმედებასთან დაკავშირებით საინტერესო მონაცემებს ავრცელებს:

 

„2020 წლის დასაწყისიდან ამუშავდება ახალი გაზსადენი TANAP-ი. ის 16 მლრდ. კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს გაატარებს. 2023 წლიდან დაგეგმილია 23 მლრდ. კუბური მეტრის გატარება, 2026 წლიდან - 31 მლრდ. კუბური მეტრი. შემდგომში კი, თუ პროექტს თურქმენეთი შეუერთდება ტრანსკასპიური გაზსადენის მეშვეობით, მოცულობა 60 მლრდ. კუბურ მეტრს მიაღწევს. ქართული ენერგეტიკისთვის ეს უდიდესი შვებაა, რადგან პირველ ეტაპზე საქართველო 1,1 მლრდ. კუბურ მეტრ აირს ანუ გატარებული აირის თითქმის 7%-ს მიიღებს. დღეს ქვეყანა დაახლოებით 2,7 მლრდ კუბურ მეტრ აირს მოიხმარს. ჭკვიანურია შეღავათიანი "სათბურის აირის ტარიფი"-ს შემოღება, რათა განვითარდეს სასათბურე მეურნეობები. ამასთან, სასათბურე კონსტრუქციების წარმოების და იმპორტის განთავისუფლება რიგი გადასახადებისგან სერიოზული სტიმული იქნება.“

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge