Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

13:24 27.11.2019
"თურქეთმა აღმოსავლეთ ევროპელები მძევლად აიყვანა და ნატო-ს აშანტაჟებს"-„როიტერსი“

„როიტერსის“ ცნობით, თურქეთი უარს ამბობს ხელი მოაწეროს ნატო-ს თავდაცვის გეგმას, რომელიც ბალტიის ქვეყნების და პოლონეთის რუსეთისგან დაცვას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ ალიანსი არ აღიარებს ჩრდილოეთ სირიაში მყოფ ქურთულ მილიციას „ტერორისტულ ჯგუფად“.

 

გამოცემა ექსკლუზიურ მასალას აქვეყნებს, სადაც საუბრობს, რომ თურქეთის ელჩს ნატო-ში დავალება მიეცა, ხელი არ მოეწერა შეთანხმებისთვის და პირად საუბრებში გაეჟღერებინა ანკარის მოთხოვნები.

 

„მათ აღმოსავლეთ ევროპელები მძევლად აიყვანეს და ბლოკავენ ამ სამხედრო გეგმას მანამ, ვიდრე დასტურს არ მიიღებენ“,- აცხადებს „როიტერსის“ წყარო დიპლომატიური წრეებიდან.

 

ნატო-ს ლონდონის სამიტი მომავალ კვირაში, ბრიტანეთის დედაქალაქში გაიმართება. სამიტის ფარგლებში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი შეხვედრებს გამართავენ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge