Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

21:20 26.11.2019
სოციალურ ქსელებში ირაკლი ღარიბაშვილის სახელთან დაკავშირებული არაერთი ყალბი გვერდი იქმნება, რომლებიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და დეზინფორმირებას ისახავს მიზნად

თავდაცვის სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს: 

 

სოციალურ ქსელებში, პერიოდულად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახელთან დაკავშირებული არაერთი ყალბი გვერდი იქმნება, რომლებიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და დეზინფორმირებას ისახავს მიზნად. მოცემული გვერდებით ვრცელდება მცდარი ინფორმაცია და გარკვეული პოლიტიკური დღის წესრიგის მიხედვით მიმდინარეობს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება. მოგახსენებთ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სარგებლობენ მხოლოდ ოფიციალური "ფეისბუქ" და "ტვიტერის" გვერდებით. საზოგადოებას მოვუწოდებთ, სიფრთხილე გამოიჩინონ აღნიშული ტიპის გვერდებზე განთავსებული ინფორმაციის მიმართ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge