Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:12 26.11.2019
"მე ვერ დავუჭერ მხარს, რადგან ის დღევანდელ არსებულ კონსტიტუციასთან შეუსაბამოა"

"მე ვერ დავუჭერ მხარს, რადგან ის დღევანდელ არსებულ კონსტიტუციასთან შეუსაბამოა. მომავალში რა იქნება - ვნახოთ," - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია ოპოზიციის ერთობლივ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარებას გულისხმობს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "რა გადააკეთეს და რა გადმოაკეთეს არ ვიცი...“ – "ოცნება“ ე.წ. გერმანულ მოდელსაც ჩააგდებს“.


"ის გერმანულ მოდელს ეფუძნება, მაგრამ ითვალისწინებს საქართველოს რეალობას. რა არის სიახლე ამ მოდელში - პროპორციულად ნაწილდება ხმები არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შორის, მაგრამ შენარჩუნებულია მაჟორიტარული სისტემა ისე, როგორც საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს, თუმცა იქნება მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები, ექვსი, შვიდი ან რვამანდატიანი მაჟორიტარული ოლქები", - განაცხადა "ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ”, - აღნიშნავს გამოცემა.


ქანთარია მიიჩნევს, რომ საარჩევნო სისტემის გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა და ამიტომაც ამ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს. „ჩვენ შევთანხმდით უკვე, რომ ამ საკითხებზე მსჯელობა დაიხურა იმიტომ, რომ როგორც ჩვენი კონსტოტუციონალისტები გვეუბნებიან, გერმანული საარჩევნო მოდელი თავისი არსით პროპორციულია და კონსტიტუციასთან შეუსაბამოა”, - დასძენს გამოცემა.

 

"ოპოზიცია კი თავისას ამბოს, რომ ჩვენ გავაგზავნით, მოვა დასკვნებიო და რა გადააკეთეს და რა გადმოაკეთეს არ ვიცი. თავისთავად გრმანული მოდელი კი ჩვენს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა. მე ვერ დავუჭერდი მხარს, რადგან ის დეღევანდელ არსებულ კონსტიტუციასთან შეუსაბამოა. მომავალში რა იქნება - ვნახოთ", - განაცხადა ქანთარიამ. შეგახსენებთ, რომ ნუკრი ქანთარიამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი დაუჭირა”, - წერს სტატიის ავტორი.

ავტორ(ებ)ი : რეზონანსი