Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

13:58 25.11.2019
"მაჟორიტარულიც, პროპორციულიც, შერეულიცა და ე.წ. გერმანულიც - დემოკრატიული საარჩევნო სისტემებია, ოღონდ მათ გამოყენებას სათანადო "უნარ-ჩვევები" სჭირდება"

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"ცხადია, საარჩევნო სისტემა მხოლოდ ინსტრუმენტია. ინსტრუმენტი კი არ ქმნის დემოკრატიას, არამედ პირიქით. იმ "ფშუტმახერის" ამბავში - სამჭედლო ინსტრუმენტია, მაგრამ მჭედელი თუ არა ხარ, სამჭედლო რაში გარგია?!


სინამდვილეში - მაჟორიტარულიც, პროპორციულიც, შერეულიცა და ე.წ. გერმანულიც - დემოკრატიული საარჩევნო სისტემებია, ოღონდ მათ გამოყენებას სათანადო "უნარ-ჩვევები" სჭირდება, რის გარეშეც დემოკრატია არ მუშაობს.


ძირეული პრობლემა ეს არის და არა თავსიდათავად საარჩევნო სისტემა - ეს ხომ ბრმისთვისაც ნათელია",-აღნიშნავს ზარდიაშვილი.

 


ავტორ(ებ)ი : geotimes.ge