Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:28 25.11.2019
რუსთავის თეატრი მაყურებელს ,,ბედნიერ წყვილზე“ ეპატიჟება

29-30 ნოემბერს, 20.00 სთ-ზე, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის, რუსთავის პროფესიული დრამატული თეატრის დიდ სცენაზე, სამხატვრო ხელმძღვანელი სოსო ნემსაძე და რეჟისორი ნინო შოთაძე, ებრაელი დრამატურგის, ხანოხ ლევინის პიესის ,,ცხოვრების ჭაპანი“ მიხედვით დადგმულ სპექტაკლს ,,ბედნიერი წყვილი“ წარმოადგენენ. პიესა თავდაპირველად 90 იან წლებში ისრაელში დაიდგა, საქართველოში ხანოხის ამ პიესით პირველად სწორედ, რუსთავის თეატრში დაინტერესდნენ.  მოქმედება ხანში შესული წყვილის ოჯახში ვითარდება. ამბავი, რომელიც ჩვენს ყოფასა და ურთიერთობებზე კიდევ უფრო მეტად დაგვაფიქრებს. როდის არის ოჯახური წყვილი ბედნიერი, როდესაც ახლად შეუღლებულია, რაღაც დროის თანაცხოვრების შემდეგ, თუ ცხოვრების დასასრულს? საიდან იწყება  კრიზისული ეტაპი და შესაძლებელია თუ არა მასთან გამკლავება?! რატომ იწყებს წყვილიდან ერთ-ერთი თავის დაღწევაზე ფიქრს და რით შეიძლება დასრულდეს ეს ფიქრი?!

 

,,ძვირფასო გულისტკივილო, ოდითგანვე ასეა, ადამიანები ცხოვრობდნენ და იხოცებოდნენ, და ყველა, ავად თუ კარგად, გვერდს უვლიდა ტკივილებს, მაგრამ არც მე გამომიგონებია იმედგაცრუება თუ სასოწარკვეთილება, ჰოდა, უმორჩილესად გთხოვ, ძვირფასო გულისტკივილო, იყუჩე, იყუჩე...“მაშ, ასე ,,ბედნიერი წყვილი“ სპექტაკლი ყველაზე!

 

დამდგმელი ჯგუფი:  დამდგმელი რეჟისორი - სოსო ნემსაძე

რეჟისორი - ნინო შოთაძე

მხატვარი - ლომგულ მურუსიძე                                                                   

სპექტაკლის მუსიკალური გაფორმება ალექსანდრე ბეგალიშვილის მუსიკალური კომპოზიცია  „თეთრი სინგლი“-ის იმპროვიზაცია - ავტორი - ნიკა მოსიაშვილი

                                                                          

                                                                        

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი :

იონა პოპოხი  - ნუკრი არჩვაძე

ლევივა, მისი ცოლი - ნათელა მუხულიშვილი

გუნკელი, ნაცნობი - გიორგი ბუაძე                                    

                    

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge