Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

13:06 21.11.2019
"გამსახურდიას ნეშტიდან ძვალიც აღარ დარჩა, შენ კი მის სახელთან ომში ყანდურთა,,რაინდო" ერეგირებულ ფალოს დაემსგავსე"

არმიის სამოქალაქო კონტროლის ჯგუფი სოციალურ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"ერს მოკლე მეხსიერება არ აქვს და მიცვალებულის აუგად მოხსენიება დიდი ცოდვაა, თანაც იმ გარდაცვლილის, რომელიც მოგწონს თუ არ მოგწონს შენი ქვეყნის პირველი პრეზიდენტი იყო და ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მოწამეობრივად აღესრულა.


მიჭირს ვასაძის სიტყვების ციტირება მაგერამ,, დასაჭურისებული ქმრების ცოლებმა შექმნეს საწყალი ზვიადისგან კოლექტიური უკმარი ქმრის ჰოლოგრამა, რომელიც ამ მატრიარქატის გულის მოსაფხანად, რუსებს აგინებდა.


მან გადაგვამტვრია თავზე ის ჯოხები და მაგან აგვიფეთქა აფხაზეთი და სამაჩაბლო და მაგან მოკლა საწყალი ზვიადიც".


- ამ სიტყვებით ეროვნულ გმირთან ბრძოლა ნაძირლობაა ხოლო მიცვალებულთან მეტოქეობა არაკაცობა და სიმახინჯე.


გამსახურდიას ნეშტიდან ძვალიც აღარ დარჩა, შენ კი მის სახელთან ომში ყანდურთა,,რაინდო" ერეგირებულ ფალოს დაემსგავსე.


პუტჩისტებს ვერ მოგინელებიათ დიდი იდეის მიცვალებულის განდიდება ებრძვით: ლანდებს, აჩრდილებს, ქარის წისკვილებს და სინამდვილეში კარგად უწყით. რისი მოსპობაც გსურთ ესაა ეროვნული სული, დარბიხარ ხის ჯვრით ხელში თითქოს პოლისჯოხი იყოს.


ტირი, იმალები ხალხს განსაცდელში ტოვებ, დაჭერილ ბიჭებს კი სასამართლოში.


ვის ქალებზე საუბრობ, როცა ქალის ტრუსიკით გახდი მილიონერი, თანაც რუსეთში და ამავდროულად რუსული ფულით.


აფხაზეთი და სამაჩაბლო საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის ედიკას კისერზეა, იმ ედიკასი, ვისი ფონდის უფროსიც იყავი.


სხვათა შორის არც აფხაზეთში და არც სამაჩაბლოში არ გიომია, რადგან ამ დროს მილიონებს იპოვებდი დიდი რუსეთის მიწაზე. აქაოდა დავით საგანელიძის პარტნიორად მოგვევლინე და მხსნელობას ლამობ.


მდიდრების სკოლის დირექტორო და ყალბო ფეოდალო,,არარაისგან არ იქნება არარაიცა" შენი ვინაობა დიდიხანია ცხადყავი, თვითმარქვია სნობი და ნაძირალა ხარ. ნემსის ყუნწში რომელი აქლემი გამძვრალა შენ რომ სიკეთის მთესველი მილიონერი იყო.


შენი კლასელი პრეზერვატი მარგველა პრეზიდენტ გამსახურდიას რომ შეადარო თავად ღმერთი ჩამოვა ციდან ცოდვილ დედამიწაზე და ლინჩის წესით პირადად გაგასამართლებს",-წერს არმიის სამოქალაქო კონტროლის ჯგუფი.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge