Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

16:13 18.11.2019
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ანზორ ერქომაიშვილის წიგნის "არიგატო გოზიმაშტა ანუ საიდან ამდენი ღიმილი" წარდგენა გაიმართა
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ანზორ ერქომაიშვილის წიგნის "არიგატო გოზიმაშტა ანუ საიდან ამდენი ღიმილი" წარდგენა გაიმართა.
წიგნის ავტორი საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის "რუსთავის" დამაარსებელი და უცვლელი ხელმძღვანელია. წიგნი იმ ხანგრძლივ საგასტროლო ტურნეზე მოგვითხრობს, რომელიც ანსამბლმა 2018 წელს იაპონიაში გამართა.
ავტორი საგასტროლო შთაბეჭდილებებს დიდი ემოციით გვიზიარებს, იაპონელთა ტრადიციებსა და თანამედროვე ყოფასა და მათ სტუმართმოყვარეობას გვაცნობს. წიგნის რეფრენი "საიდან ამდენი ღიმილი" ბუნებრივად მიგვანიშნებს, თუ რა დიდი სითბო და სიყვარული გამოხატეს იაპონელებმა ქართველ ხელოვანთა მიმართ წიგნი ორენოვანია და იაპონურად ქართული ენის სპეციალისტმა Yasuhiro Kojima-მ თარგმნა.
შეხვედრაზე საინტერესო მოგონებებით იაპონიის ელჩი საქართველოში UEHARA TADAHARU, მთარგმნელი Yasuhiro Kojima, ანზორ ერქომაიშვილი, რევაზ ტაკიძე, ფრიდონ სულაბერიძე, ანსამბლი წევრებ წარსდგნენ.
საღამოს დასასრულს ანსამბლმა "რუსთავმა" დამსწრე საზოგადოებას არაჩვეულბრივი კონცერტი გაუმართა, ხოლო, დამაგვირგინებელმა იაპონურმა სიმღერამ დარბაზში მყოფი იაპონელი მსმენელი აღაფრთოვანა.
იხ.ფოტოები
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge