Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:13 12.11.2019
ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთი“ ქართული მხრიდან პროვოკაციული ქმედებების ზრდაზე საუბრობს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი 9 და 10 ნოემბერს საქართველოს მხრიდან სროლის თაობაზე იუწყება. kavkaz-uzel-ის ინფორმაციით, 7 ნოემბერს, ქართულ პოლიციასა და ადგილობრივებს შორის შეტაკების შედეგად სასაზღვრო სოფელში ორი ქართველი დაიჭრა. მათივე ინფორმაციით, ქართული მხარე აღნიშნულს დეზინფორმაციას უწოდებს.

 

ამასთან, sputnik-ossetia.ru ქართული მხრიდან უპილოტო საბრძოლო საფრენი აპარატების უპრეცენდენტო ზრდაზე საუბრობს. ე.წ. უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, 8, 9 ნოემბერს წნელისის მიდამოებში 10-ზე მეტი საფრენი აპარატი დაფიქსირდა. გარდა ამისა, ე.წ.უშიშროების კომიტეტი საუბრობს საქართველოს უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლების მცდელობებზე, შეაღწიონ ცხინვალის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

 

”სამხრეთ ოსურმა მხარემ ცხელი ხაზის გამოყენებით აცნობა ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების ჯგუფს (IPRM) მომხდარი პროვოკაციების შესახებ,” - განაცხადა ე.წ. უშიშროების კომიტეტის წარმომადგენელმა.

 

„ყველა ნეგატიურ შედეგზე, რაც შესაძლოა მოჰყვეს ინციდენტებს, რომელიც შთაგონებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან, პასუხისმგებელია საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები და მთლიანობაში თბილისის რეჟიმი“, - წერია ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge