Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

01:08 09.11.2019
მინსკი ქართულმა კინომ დაიპყრო!

სულ რამდენიმე წუთის წინ მინსკი ქართულმა კინომ დაიპყრო! – ამის შესახებ ეროვნული კინოცენტრი იუწყება. ეროვნული კინოცენტრის ცნობით, კინოფესტივალზე LISTAPAD ქართველ კინემატოგრაფისტებს ოთხი ჯილდო გადაეცათ:

 

საუკეთესო სცენარი – დიმიტრი მამულიას ფილმი „ბოროტმოქმედი“;
საუკეთესო მსახიობი ქალი – სალომე დემურია დიმიტრი ცინცაძის ფილმისთვის „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“;
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – ლევან გელბახიანი ლევან აკინის ფილმისთვის „და ჩვენ ვიცეკვეთ“;
საუკეთესო მუსიკა – დიმიტრი მამულიას ფილმი „ბოროტმოქმედი“;

 

მინსკის რიგით ოცდამეხუთე საერთაშორისო კინოფესტივალზე ერთი კვირის განმავლობაში 50 ქვეყნიდან 154 ფილმი უჩვენეს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge