Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

23:30 08.11.2019
„კურთხეულ იყოს ილია მართლის გზა - გაიღვიძე, ქართველო ერო! გაიღვიძე და გაჰყევი გზას ჭეშმარიტებისას, სიკეთისას, ღვთისას, ამინ!“

ზვიად გამსახურდია:

 

ქართველი ერი, ღვთის ერი, ასევე ღვთის რჩეული, ვით ისრაელი ვიდოდა ქრისტეს ეკლიანი გზით, მოვიდა მეოცე საუკუნემდე და მის წინაშე დადგა არჩევანი _ აი, ეროვნული მოძრაობა დიდი ილიასი, დიდი ჰუმანისტების, დიდი დემოკრატებისა და ჰა, მოძრაობა ყაჩაღებისა, ავაზაკებისა და უღმერთოებისა, ბარაბასი. და როდესაც ისტორიამ სამსჯავროზე ჩვენს წინაშე გამოიყვანა დიდი ილია და გამოიყვანა ავაზაკი, ჩვენ ავირჩიეთ ავაზაკი, ჩვენ უარვყავით დიდი ილია და ჩვენ ტყვია ვესროლეთ მას. და აი, მოდის ახალი არჩევანი, წარმოგიდგათ უფალი, ძმანო და დანო, წარმოგიდგათ უფალი და გეუბნებათ: ქართველო ერო, შენს წინაშე არის ორი გზა, შენი ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა მივიდა გზაგასაყართან. 

 

აი, გზა ილია მართლისა, აი, გზა სიწმინდის, ზნეობისა, აი, გზა დემოკრატიისა, აი, გზა ჭეშმარიტებისა და უმანკოებისა და აი, გზა ყაჩაღობისა და მზაკვრობისა, აი, გზა ტერორიზმისა! აირჩიე, ქართველო ერო, აირჩიეთ, ქართველებო, აირჩიეთ ქრისტეს გზა და კეთილის გზა, აირჩიეთ ილია მართლის გზა, რამეთუ ეს გზა განსაწმენდელთან მიგვიყვანს! და ვინც წავა წარწყმედის გზით, ბარაბას გზით, შეჩვენებულ იყოს უკუნისამდე. გაუმარჯოს ილია მართლის გზას! კურთხეულ იყოს ილია მართლის გზა! გაიღვიძე, ქართველო ერო! გაიღვიძე და გაჰყევი გზას ჭეშმარიტებისას, სიკეთისას, ღვთისას, ამინ!

 

 

 

 

 

 

 

იხილეთ ვიდეო:

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge