Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

00:37 08.11.2019
„როდესაც ყველაზე მეტად სუფთა და ხალხისთვის საყვარელს ტალახი ესროლეს, მაშინ მე მივხვდი, რომ აქ უკვე გადატყდა ეს ჯოხი და დღეიდან აღარავის შეეშინდება ასეთი “საჯარო შანტაჟების”!

ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელში ეკლესიის და საპატრიარქოს გარშემო მიმდინარე მოვლენებს აფასებს:  

 

„გილოცავთ, საქართველოში შანტაჟის ენით საუბარი დასრულდა! ყველას შეეხნენ, ყველას ტალახი ესროლეს ამ ქვეყანაში! არაფერი წმინდა არ დატოვეს! და აი როდესაც ყველაზე მეტად სუფთა და ხალხისთვის საყვარელს ტალახი ესროლეს, მაშინ მე მივხვდი, რომ აქ უკვე გადატყდა ეს ჯოხი! და დღეიდან აღარავის შეეშინდა ასეთი “საჯარო შანტაჟების”! ძალიან ვინერვიულე, როდესაც მოვისმინე პატრიარქის სიტყვები: მადლობა თანადგომისთვისო… ვინ არის ის, ვისაც საკუთარის გაწირვა შეუძლია? იუდა ჰქვია მას. როგორი ცოდოა იუდა ისკარიოტელი, როდესაც იგი წირავს ძლიერს, ჰგონია რომ ძლევამოსილი გახდება… არადა პირიქით… გაწირვის შემდეგ იმავე დღეს, მას, როგორც არარაობას ბოროტებაც ზიზღით შეხედავს.. პეტრე ცაავა მეცოდება და არა პატრიარქი! პატრიარქი იმიტომ არ მეცოდება, რომ მან ძალიან დიდი ტალღა მიიღო საკუთარ თავზე და ის არის ადამიანი, რომელმაც საქართველოში შანტაჟის ენა გააქარწყლა!“

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge