Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

20:28 07.11.2019
ჩინეთიდან ევროპისკენ პირველი სატვირთო მატარებელი გავიდა

თურქული მედიის ინფორმაციით, ჩინეთიდან ევროპისკენ მიმავალმა პირველმა სატვირთო მატარებელმა ბოსფორის სრუტის ქვეშ გვირაბი უკვე გაიარა. China Railway Express line-ს მატარებელი, რომლის შემადგენლობაშიც 21 ვაგონია ჩინეთის ქალაქ შიანიდან გამოვიდა. ​12 დღეში სატვირთო მატარებელმა 10 ქვეყანა უნდა გაიაროს და 11.5 ათასი კილომეტრი უნდა დაფაროს. დანიშნულების პუნქტი ჩეხეთის დედაქალაქი პრაღაა. შემადგენლობამ ჩინეთის შემდეგ ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის ტერიტორიები გაიარა. ეს მარშრუტი „რკინის აბრეშუმის გზის“ სახელითაა ცნობილი. მარშრუტის შემადგენლობაშია ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი. 

 

ამ პროექტის მიზანია ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით ტვირთების ტრანსპორტირებისას ხარჯების და დროის 30-დან 12 დღემდე შემცირება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge