Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

20:22 06.11.2019
საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ შეძენილი უძრავი ქონების 40% რუსეთის მოქალაქეებზე მოდის

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების 40% რუსეთის მოქალაქეებზე მოდის, - ამის შესახებ საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილშია აღნიშნული, რომელიც მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ფარგლებში შემუშავდა. 2015-2018 წლებში, საქართველოში უძრავი ქონება საკუთრების უფლებით რუსეთის 15 133-მა მოქალაქემ დაარეგისტრირა. ანგარიშის თანახმად, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მზარდია უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოში უძრავი ქონების საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შემთხვევები. უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ძირითადად, ბინებს ირეგისტრირებენ საკუთრების უფლებით. 2018 წელს წინა წელთან შედარებით თითქმის გაორმაგდა უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ ბინის რეგისტრაციის შემთხვევები. ასევე გაზრდილია არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შემთხვევები. სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შემთხვევები კი მკვეთრად შემცირებულია, რაც უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლებით მოპოვებაზე 2017 წლის ივნისში გამოცხადებულ მორატორიუმს უკავშირდება. უფრო კონკრეტულად, 2018 წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა 11 038 ბინა, 1 332 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და 189 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა გაიყიდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge