Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

15:31 05.11.2019
დონალდ ტრამპი საქართველოს უნდა ეწვიოს

სიმონ კილაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"ტომ როგანი


გასულ ოთხშაბათს ქართველ ოპოზიციონერ პარლამენტის წევრებთან შეხვედრის შემდეგ ერთ დასკვნამდე მივედი: პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კავკასიის რეგიონში მდებარე ამ პატარა ქვეყანას უნდა ეწვიოს.

 

პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, გულთბილად მიიღებენ.


დონალდ ტრამპმა ხომ თავისი პრეზიდენტობის პირველსავე წელს იმდენი რამ გააკეთა საქართველოსთვის, რაც ბარაკ ობამამ რვა წლის განმავლობაში ვერ შეძლო: მან ნება დართო საქართველოს, რომ უკიდურესად საჭირო მაღალი სიზუსტის მქონე ამერიკული სამხედრო იარაღი შეეძინა. როცა მე საქართველოს პარლამენტის მაღალჩინოსანს, დეპუტატ გიგა ბოკერიას ვკითხე - რა სურთ ქართველებს ამერიკისგან-მეთქი, მან ერთმნიშვნელოვნად მიპასუხა: მეტი სოლიდარობა.

მართალია, გიგა ბოკერია და მისი კოლეგები მადლობელნი არიან დონალ ტრამპის მუდმივი მხარდაჭერისა, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ ისინი სულ უფრო მზარდ გამოწვევებს და სერიოზულ პრობლემებს აწყდებიან რუსეთისა და მისი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მხრიდან. ხელში ჩაიგდო რა საქართველოს ორი რეგიონი 2008 წლის ომის შედეგად, პუტინის რუსეთი აძლიერებს ზეწოლას იმ ტერიტორიის მიმართაც, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს.

მოსკოვის ასეთი ქმედება, გარკვეულწილად, ალბათ, იმით შეიძლება აიხსნას, რომ რუსეთს საქართველოში „შესაძლებლობების გაფართოების“ შანსი გაუჩნდა. ქვეყნის დღევანდელი მთავრობა, რომელსაც კულისებიდან მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს, სულ უფრო ხშირად ხუჭავს თვალს რუსეთის აგრესიის მიმართ. შესაბამისად, ვლადიმერ პუტინი თვლის, რაც უფრო მეტად გააძლიერებს იგი ზეწოლას საქართველოს ამჟამინდელ მთავრობაზე, მით უფრო მეტ სარგებელს მიიღებს.

ეს გარემოება ისევ დონალდ ტრამპთან გვაბრუნებს. მისი ვიზიტი საქართველოში იმის მაჩვენებელი იქნებოდა, რომ ამერიკა დემოკრატიაში ლიდერია. დონალდ ტრამპმა საქართველოში ყოფნისას რუსეთის თემას გვერდი რომც აუაროს, მისი იქ ვიზიტი 3,7 მილიონიანი მოსახლეობის მქონე ერისათვის წამახალისებელი იქნებოდა და აჩვენებდა იმას, თუ როგორ ზრუნავს თავისუფალი სამყაროს ლიდერი საქართველოს მომავალზე. და ეს ნებას მისცემს აშშ-ის პრეზიდენტს აჩვენოს, იმპიჩმენტთან დაკავშირებული ისტორიის მიუხედავად, რომ ამერიკა კვლავ რჩება უდიდეს დემოკრატიულ ძალად მთელ მსოფლიოში.

 

წყარო: https://www.washingtonexaminer.com/…/trump-should-visit-geo…


-----------
Washington Examiner - აშშ-ის ყოველკვირეული ჟურნალი, გამოდის ვაშინგტონში, ორიენტირებულია რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერ მკითხველებზე. ტირაჟი - 50 ათასამდე ეგზემპლარი." - წერს კილაძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge