Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:50 05.11.2019
"ყველა მოკავშირე ქვეყანა შეთანხმდა, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება"

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ინფორმაციით, უკრაინა ალიანსის წევრი გახდება. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

 

„ყველა მოკავშირე ქვეყანა შეთანხმდა, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი ქვეყანა გახდება. მონტენეგრო ალიანსს 2 წლის წინ შეუერთდა. ჩრდილოეთ მაკედონია ნატო-ს წევრი რამდენიმე თვეში გახდება. პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები-ყველა ალიანსის წევრია - ამის შესახებ ერთ დროს ოცნებაც კი შეუძლებელი იყო“, -განაცხადა სტოლტენბერგმა რუსულ გამოცემა „1+1“-თან ინტერვიუში.

 

გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ორგანიზაცია დაეხმარება კიევს გააძლიეროს რეფორმები, რათა ქვეყანამ ალიანსში გაწევრიანება შეძლოს.

 

შეგახსენებთ, ოქტომბრის ბოლოს, უკრაინის რადაში სიტყვით გამოსვლისას, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო-ს კარი უკრაინისთვის ღიაა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge