Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:03 05.11.2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზეთურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თურქეთის რესპუბლიკიდან შემოიტანა  და გაასაღა 15 000 ყალბი თურქული ლირა


საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულია 5 000 ყალბი თურქული ლირა.


გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212- მუხლის მეორე  ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge