Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

21:46 04.11.2019
საბერძნეთის პოლიციამ სატვირთო ავტომობილის ქართველი მძღოლი დააკავა, რომელსაც 41 არალეგალი ავღანელი მიგრანტი გადაჰყავდა

საბერძნეთის პოლიციამ სატვირთო ავტომობილის ქართველი მძღოლი დააკავა, რომელსაც 41 არალეგალი ავღანელი მიგრანტი გადაჰყავდა. ამ ინფორმაციას The Guardians ავრცელებს. შემთხვევა საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ქსანთისთან მოხდა. გამოცემის ინფორმაციით, 40 წლის ქართველ მძღოლს მიგრანტები მანქანა-მაცივრის მეშვეობით გადაჰყავდა. მაცივარი გამორთული იყო. პოლიციამ მიგრანტები ავტომობილის შემოწმების დროს აღმოაჩინა. სამართალდამცავების განცხადებით, მიგრანტების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მათ ავტომობილის მძღოლი დააკავეს და წინასწარი პატიმრობის იზოლატორში გადაიყვანეს. პოლიციის ოფიცრის განცხადებით, სატვირთო ავტომობილი საბერძნეთში, სავარაუდოდ, თურქეთიდან შევიდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge